შსს: დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის დაჭრის გამო მისი ნათესავი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის, მერაბ ოქრიაშვილის დაჭრის გამო მისი ნათესავი – 1985 წელს დაბადებული ბ.ო. დააკავეს. 

უწყების ცნობით, 1 ნოემბერს ბრალდებულმა ოქრიაშვილს ჭრილობა ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 

“დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო”. – წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები