შეტაკება რუსეთისა და ირანის ქვედანაყოფებს შორის – დეტალები

სირიაში, ქალაქ რაკასთან რუსეთისა და ირანის ქვედანაყოფებს შორის სერიოზული სამხედრო შეტაკება მოხდა. სირიული მედიის ცნობით, რუსეთის ავაგამანადგურებელმა, შეცდომით, ავიაშეტევების სერია განახორციელა ირანის არმიის ქვედანაყოფებსა და პროირანულ მოხალისეებს, რის შედეგადაც და დაიღუპა ორი და დაშავდა 10 ჯარისკაცი.

რეკლამა
eudora.ge

საპასუხოდ, ირანელმა სამხედროებმა რუსეთის სამხედრო დაჯგუფებას გაუხსნა ცეცხლი. რუსული მხარე დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ რეგიონში რუს და ირანელ სამხედროებს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად დაიძაბა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ირანისა და სირიის ხელისუფლებების მოქმედებების შედეგად რუსეთს ავიაბაზა Т4-ის დატოვება მოუწია.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები