შემაშფოთებელი ამბავი მამაკაცებისთვის- “კოვიდ 19-მა შესაძლოა, ერექციული დისფუნქციაც გამოიწვიოს”

ამერიკელმა ინფექციონისტმა, დენა გრეისონმა ამერიკულ ტელეკომპანია NBC-ის პირდაპირ ეთერში სენსაციური განცხადება გააკეთა კორონავირუსის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე უკუფექტთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ერექციულ დისფუნქციას მამაკაცებში. მისი თქმით, არსებობს უამარავი ფაქტი იმისა, რომ კოვიდ გადატანილმა პაციენტთაგან უამრავ მამაკაცს გაუცრუვდა იმედები სექსუალურ პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარებისას, რაც უშუალოდ გამოწვეულია კორონავირუსის მიერ. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს NEW YORK POST-ი.

„ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს კორონავირუსის გამო შესაძლოა შეექმნათ გრძელვადიანი ჯანმრთელობის უკუეფექტები, როგორიცაა ნეუროლოგიური გართულებები და ახლა უკვე როგორც გაირკვა, მამაკაცები შეშფოთდებიან, თუმცა რეალობა ისაა, რომ შესაძლოა ვირუსმა გამოიწვიოს ერექციული დისფუნქციებიც კი, რომლებსაც განსაზღვრავს ვირუსუსის მძიმე მიმდინარეობა და დამაზიანებელი ეფექტი სისხლძარღვავებში“ – აღნიშნა გრეისონმა.

ამერიკელი ინფექციონისტის განცხადებით, კოვიდ 19-მა სიცოცხლის განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს გრძელვადიანი, პოტენციური გართულებები.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები