შეიარაღებული თავდამსხმელი გზაში არავინ გააჩერა, რადგან პოლიცია გადართული იყო აქციის კონტროლზე – სააკაშვილი

„გუშინ შეიარაღებული თავდამსხმელი მივიდა თავდასხმის ადგილზე სრული ჩაცმულობით, იარაღით, ქალაქის ცენტრში და გზაში არავინ გააჩერა. იმიტომ, რომ იქ იყო დაგეგმილი ნაციონალების მრავალათასიანი აქცია და მთელი სუსი და პოლიცია გადართული იყო აქციის კონტროლზე“,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მომხდარ ფაქტს.

როგორც იგი ამბობს, ასეთი რამ შევარდნაძის დროსაც კი წარმოუდგენელი იყო.

„ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში. საქმეც იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფო მათ პრაქტიკულად გაანადგურეს და ამაში გუშინ დავრწმუნდით.

საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდების და კრიმინალების ჰიბრიდი. რით არიან დაკავებული პოლიციის თანამშრომლები და სუსი? მოქალაქეების დაცვის მაგივრად სხედან შტაბებში, წინ უდევთ სიები მოქალაქეების და დაკავებულები არიან შანტაჟით და დაშინებით.

გუშინ შეიარაღებული თავდამსხმელი მივიდა თავდასხმის ადგილზე სრული ჩაცმულობით, იარაღით, ქალაქის ცენტრში და გზაში არავინ გააჩერა. იმიტომ, რომ იქ იყო დაგეგმილი ნაციონალების მრავალათასიანი აქცია და მთელი სუსიდა პოლიცია გადართული იყო აქციის კონტროლზე, მარშრუტკა არავის წაეყვანა დამატებით, სურათებს უღებდნენ ხალხს და სხვა მოქალაქეებისთივსაღარ ეცალათ. შედეგად მივიღეთ, ის რაც მივიღეთ.

ეს არის წარმოუდგენელი რამ. ჩვენ მოქალაქეებს აქვთ დიდი დაუცველობის განცდა. ეს ყველაფერი გააკეთა პირადად ივანიშვილმა, რომელიც მთელი პერიოდი მოგვიწოდებდა გაგებით მოვკიდებოდითკრიმინალს.

ეს გააკეთა კაცმა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა პატრა ბავშვის მკვლელობით ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი ლოგიკურად უნდა დასრულდეს რამდენიმე დღეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რაც მოხდა გუშინ, ბევრად უფრო გავრცელებულ ხასიათს მიიღებს“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები