ყოველთვის არ იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ერგო – აშშ დღეს პრეზიდენტს 59-ედ ირჩევს

3 ნოემბერს აშშ-ში 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებია.  აშშ-ს პოლიტიკურ სივრცეს ორი პარტია – რესპუბლიკელები და დემოკრატები დომინირებენ და შესაბამისად, საპრეზიდენტო კანდიდატები სწორედ ამ ორ პარტიას ეკუთვნიან.

2020 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის (ეფუძნება ამერიკულ კონსერვატიზმს) კანდიდატი კვლავ დონალდ ტრამპია, ხოლო დემოკრატიულ პარტიის (მემარცხენე-ცენტრისტული) – ჯო ბაიდენი.

ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო მოდელის მიხედვით, პრეზიდენტი აირჩევა არამხოლოდ მოქალაქეთა უმრავლესობით, არამედ საარჩევნო კოლეგიითაც.

საარჩევნო კოლეგია

საარჩევნო კოლეგია აშშ-ს “დამფუძნებელმა მამებმა” კონსტიტუციით შექმნეს იმიტომ, რომ შექმნილიყო ბალანსი პრეზიდენტის არჩევისას. საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით მომცრო შტატებს მიეცა გარანტია, რომ მათ ხმას ისეთივე წონა ექნებოდა, როგორც შტატებს მრავალრიცხოვანი მოსახლეობით.

საარჩევნო კოლეგია 538 წევრისგან შედგება. იმისათვის, რომ კანდიდატი პრეზიდენტი გახდეს, მას მინიმუმ, 270 წევრის ხმა სჭირდება. 

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები