“ყველა პარლამენტარი ვალდებულია ივანიშვილის წინაშე…” – ზვიად ძიძიგური

კოსერვატიული პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა გია გაჩეჩილაძის გადაცემაში ისაუბრა:

“პარლამენტი და მისი ყველა წევრი, უმრავლესობას ვგულისხმობ, არის ვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე. მთავრობა და ყველა მისი მინისტრი, ანგარიშვალდებულია არა პრემიერმინისტრის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. სასამართლო –ბიძინა ივანიშვილის, ბიზნესი – ბიძინა ივანიშვილის.

სად არის? 30 წელი რაში გაატარა ამ ქვეყანამ? პარლამენტი ინსტიტუტს აღარ ჰგავს, მთავრობა აღმასრულებელი ორგანო აღარ არის, სასამართლო დაღუპულია. ეს ხდება, როდესაც შენ ყველა არჩევნებში ახერხებ ამ ბანქოს “მიშა მოდის” გათამაშებით ამხელა ძალაუფლების მიღებას, მერე ხდება ასეთი მმართველობა, როგორიცაა დღეს. მე ასეთი მმართველობა არ მახსოვს საქართველოში. დისტანციური მმართველობაა. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, გლდანში იყო ასეთი შემთხვევა, რომ ლევან კობიაშვილის პრეზენტაცია გააკეთა ქართულმა ოცნებამ და კობიაშვილის პრეზენტაციაზე ვიდეოჩანაწერი გაუშვეს ბიძინა ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილიც იქ იყო და ჩანაწერი გაუშვეს.

ბიძინა ივანიშვილს ნააზრევს გველაპარაკებიან სხვები – ვოლსკი, კობახიძე, მდინარაძე.”

ცნობისთვის, ძიძიგურის პარტია 7 წლის განმავლობაში იყო ქართულ ოცნებასთან კოალიციაში მანამ, სანამ გასული წლის ნოემბერში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ პარტიას დატოვებდა.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები