ყაჩაღობა ბენზინგასამართ სადგურზე – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ. დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ გალფს ყაჩაღურად თავს  დაესხა, თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში,ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო” – აცხადებს შსს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით 
მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები