ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, ბრძოლის ველიდან 775 სომეხი და 314 აზერბაიჯანელი სამხედროს ცხედარი გაასვენეს

ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ბრძოლის ველიდან 775 სომეხი და 314 აზერბაიჯანელი სამხედროს ცხედარი იქნა გატანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ომის ტყვეების, მძევლებისა და დაკარგული მოქალაქეების სახელმწიფო კომისიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ელდარ სამედოვი აცხადებს.

მისი თქმით, სახელმწიფო კომისიის მთავარ ამოცანას პატიმრებისა და დაპატიმრებულთა განთავისუფლება პრინციპით „ყველა ყველაზე“ წარმოადგენს. 2020 წლის 14 დეკემბერს აგრეთვე ტყვეობიდან გათავისუფლდა 14 აზერბაიჯანელი სამხედრო, რომლებიც 54 სომეხი ტყვის სანაცვლოდ გადასცა ოფიციალურმა ერევანმა ბაქოს.

რეკლამა
eudora.ge

სომხეთმა და აზერბაიჯანმა პატიმრები გაცვალეს, მთიანი ყარაბაღის საზავო შეთანხმების თანახმად

შეგახსენებთ, რომ 44 დღიან საბრძოლო მოქმედებებში, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა, დაიღუპა 2783 აზერბაიჯანელი სამხედრო, ხოლო 100-მდე მებრძოლი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სომხურმა არმიას საერთო ჯამში 2996 მებროლი დაეღუპა. მსხვერპლი იყო აგრეთვე სამოქალაქო პირებშიც, რომლის ფონზეც დაიღუპა 100 აზერბაიჯანელი და 55 სომეხი სამოქალაქო პირი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები