ყაზბეგის გამზირზე ავერსის აფთიაქში ინციდენტი მოხდა – ერთი პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი.

 თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, „ავერსის“ აფთიაქში ინციდენტი მოხდა, პოლიციამ ადგილზე ერთი პირი დააკავა, იუწყება „პირველი არხი“.

რეკლამა
eudora.ge

გავრცელებული ინფორმაციით, აფთიაქში შევიდა ორი პირი, მათ მოითხოვეს ფსიქოტროპული პრეპარატი, რომელიც მხოლოდ რეცეპტით იყიდება. უარის მიღების შემდეგ მათ ფარმაცევტს იარაღის მსგავსი ნივთი მიუშვირეს, ხოლო ფარმაცევტმა პრევენციის მიზნით პოლიცია გამოიძახა.

ორივე პირი პოლიციამ ადგილზე შეაჩერა. ერთ-ერთი არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათგან ამოღებულ სავარაუდოდ იარაღზე დანიშნულია ექსპერტიზა.

„ავერსის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ორ პირს სათამაშო პისტოლეტები ჰქონდათ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელმა ვლადიმერ წითლაურმა განაცხადა, რომ 20 წლამდე ასაკის პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

„ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით დაკავებულია ერთი პირი ბრალდებულის სახით, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაზეც დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა“, – განაცხადა ვლადიმერ წითლაურმა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები