ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე მერმა კომენდანტის საათის დროს აანთო – ცერემონიალს რიგითი ქუთაისელები ვერ დაესწრნენ

ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე აინთო – ცერემონიალს რიგითი ქუთაისელები ვერ დაესწრნენ, რადგან ქალაქის მერმა ,იოსებ ხახალეიშვილმა კომენდანტის საათის დროს აანთო და ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ადამიანები ესწრებოდნენ. რადგან, რიგით მოქალაქეებზე საჯარიმო სანქციები განხორციელდებოდა.

დისტანციური ახალი წელი, კალაძკლაუსი, პანდემია და შიმშილი ხალხს : მერიამ კონცერტების ჩასატარებლად 2,7 მილიონის ტენდერები გამოაცხადა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ნაძვის ხე ქუთაისელ მედიკოსებთან ერთად აანთო.

“ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ორჯერ გადადეს, პირდაპირ გვითხრეს ვიდრე ხალხი იქნებით არ ავანთებთო, თავისი თავისთვის აინთეს ნაძვის ხე, ჩვენ კი კომენდანტის საათის დაწყების გამო წამოვედით სახლში,”-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

რეკლამა
eudora.ge

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ნაძვის ხე ბაგრატის ტაძრის ორნამენტების ფრაგმენტული გამოსახულებებითაა შემკული.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები