“ქვეყანა გადასარჩენია, თორემ მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ!” – მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება “ენმ”-ის ოფისიდან:


“აქ საქმე მარტო ნიკა მელიას მიმართ განაჩენში არაა, აქ საქმე ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებაში, თავისუფლების დაკარგვაში, არჩევნების გაყალბებაში, ანაკლიის პროექტის ჩაშლაში, სიღატაკესა და უმუშევრობაში, კორუფციასა და ნეპოტიზმში, ქვეყნის საერთაშორისო, დემოკრატიული და ცივილური სამყაროს რუკიდან გაქრობაშია… ხელისუფლებას, რომელიც გავრილოვისა და ჩვენი ქვეყნის მტრების გულის გასახარად მოქმედებს, დიდი დღე არ უწერია!


ქვეყანა გადასარჩენია, თორემ მალე, ძალიან მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ!”


შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა, პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები