“ქართულ ოცნებას” უფრო “უჭრის ჭკუა”, ვიდრე ევროპული საქართველოს ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქართულ ოცნებას უფრო მეტად “უჭრის ჭკუა”, ვიდრე ევროპული საქართველოს ლიდერებს.

ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძეს – “ყოჩაღ, ფსიქოპატ! ხაჭო და მაწონი რომელ პალატაში მოგიტანო?!”

კობახიძემ განაცხადა, რომ პოზიციების მხრივ, ქართული ოცნება უფრო მომგებიანად დგას “საჭადრაკო დაფაზე”.

რეკლამა
eudora.ge

კალაძემ თქვა, სახელმწიფოა ცუდი, თორემ მე კაი ტიპი ვარო – ლევან ხაბეიშვილი

“ჭადრაკი რომ წარმოვიდგინოთ, ოპოზიციას ორი სვლა აქვს მაქსიმუმ, ჩვენ გვაქვს შვიდი, რვა, ცხრა სვლა. ბევრად ძლიერი პოზიციები გვაქვს ამ საჭადრაკო დაფაზე და ბუნებრივია ამას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მით უმეტეს, რომ ჭკუაც ცოტა მეტად გვიჭრის, ვიდრე ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს, მაგალითად, იგივე ევროპული საქართველოს ლიდერებს”, — ამბობს კობახიძე რუსთავი 2-ზე, ღამის კურიერის ეთერში.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები