პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ”, თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით, პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა.
პრემიერ – მინისტრობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობას კვირის ბოლომდე დაასახელებს.
მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.