ქართული ოცნების ორმაგი სტანდარი და პანდემიასთან მარტო დარჩენილი მედპერსონალი – ხელისუფლებამ 200 მილიონიდან მედპერსონალზე მხოლოდ 600.000 დახარჯა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებული ანალიზის მიხედვით, COVID-19-ის წინააღმდე ბრძოლისთვის სახელმწიფო მიერ კლინიკებისა და სასტუმროებისთვის ინვენტარის შესყიდვებში დახარჯულმა თანხამ 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით 200 მლნ ლარი შეადგინა.IDFI COVID-19-ის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ვრცელ კვლევას აქვეყნებს, რომელშიც ასახულია სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების, სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროდუქტისა და მომსახურების, ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისთვის დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსი:
– 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა.
– 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
– საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ნოემბერის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით გამოეყო 35 მილიონი ლარის რესურსი, რაც უკვე დახარჯულ თანხასთან ერთად 100 მლნ ლარს აჭარბებს. დამატებითი რესურსით უნდა გაგრძელდეს კოვიდ სასტუმროების მობილიზება და ამ პროცესთან დაკავშირებული სხვა მომსახურებების უზრუნველყოფა.
– კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოსაგან, ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 98.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების შეთანხმება მოითხოვა.
– საკარანტინე/საველე სივრცეებში მედპერსონალის უზრუნველსაყოფად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებების ჯამურმა თანხამ 625,537 ლარი შეადგინა. მხოლოდ ნოემბერში კი დამატებით 300,000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.
– შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ხდება ცალკე Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვების გამოყოფა და მათი შესაბამისი ანალიზი, რისი მაგალითებიც მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში გვაქვს.
– შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ არის უზრუნველყოფილი ინფორმაციის ღია, დამუშავებად ფორმატში მოპოვების შესაძლებლობა.
– შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში Covid-19-თან დაკავშირებული დოკუმენტები CMR და SMP მოდულებში ხშირ შემთხვევაში არასისტემურადაა განთავსებული, რაც დამუშავებად ფორმატში არარსებული მონაცემების ფონზე, კიდევ უფრო ართულებს ამ კატეგორიის შესყიდვების მონიტორინგს.
– თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში საჯაროდ არ აქვეყნებენ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს, მათ შორის Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვების შემთხვევაშიც.
მნიშვნელოვანია, რომ შესყიდვების მონიტორინგი დაკავშირებულია ბევრ ტექნიკურ პრობლემასთან. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების არ არსებობა ღია, დამუშავებად ფორმატში. Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვების მხრივ კი ცალკე მოდულის/საფუძვლის არარსებობა იწვევს ასეთი შესყიდვების სისტემაში გაფანტვას, რომელთა შეგროვება და კოვიდ-შესყიდვად იდენტიფიცირება, ხშირ შემთხვევაში რთულია. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ზოგიერთი უწყების მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები საჯაროდ ხელმიუწვდომელია.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები