ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მარქსის ქუჩა #12” ევროპული კინოდაჯილდოვების კანდიდატია

ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მარქსის ქუჩა #12” ევროპული კინოდაჯილდოვების 2020 წლის გამოშვების კანდიდატია მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიისთვის. კანდიდატების სია ევროპულმა კინოაკადემიამ გამოაქვეყნა, სადაც სულ 24 ფილმი შეირჩა (ფილმების სია იხილეთ მოცემულ ბმულზე).

რეკლამა
eudora.ge

თითოეული ფილმი კანდიდატად ევროპის სხვადასხვა კინოფესტივალმა წარადგინა, როგორებიც არის ბერლინის, ვენეციის, ლოკარნოს, სარაევოს, კლერმონ ფერანისა და როტერდამის კინოფესტივალები. ირინე ჟორდანიიას ფილმზე არჩევანი შეაჩერა ტალინის მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა PÖFF Shorts.

წარმოდგენილი 24 კანდიდატიდან, ევროპული კინოდაჯილდოვების მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიის ნომინანტი მხოლოდ 5 ფილმი გახდება. როდესაც გასაჯაროვდება ნომინანტების სრული სია, ევროპული კინოაკადემიის 3800 წევრი ხმის მიცემას დაიწყებს. გამარჯვებულები ევროპული კინოს დაჯილდოვების ცერემონიალზე რეიკიავიკში, 12 დეკემბერს გამოვლინდებიან.

ევროპული კინოდაჯილდოვების ცერემონია ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელსაც ევროპაში წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ელიან. წითელ ხალიჩაზე თავს იყრიან მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, ცერემონია გადაიცემა არაერთი ევროპული წამყვანი ტელეარხის პირდაპირ ეთერში, რადგან იგი ევროპული კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს აფასებს.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები