ქართველი ინფექციონისტი ასახელებს, მოსახლეობის რამდენი პროცენტი გადაიტანს კორონავირუსს

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოგვიწოდებდნენ, რომ ვირუსთან თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ, სწორედ ამას გულისხმობდნენ, რომ ვირუსი მეტად შემოგვიტევდა. მაშინ შეწყვეტს ვირუსი ცირკულაციას, როდესაც მსოფლიოში შემუშავდება პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ მოსახლეობის 70 პროცენტი ამ დაავადებას მაინც გადაიტანს, მაგრამ ჩვენ ერთი გამარჯვება გვაქვს,- ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი, მალვინა ჯავახაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ პირველმა დაკეტვებმაპირველადი ტალღა აგვაცილა.

„ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოგვიწოდებდნენ, რომ ვირუსთან თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ, სწორედ ამას გულისხმობდნენ, რომ ვირუსი მეტად შემოგვიტევდა.

რეკლამა
eudora.ge

მაშინ შეწყვეტს ვირუსი ცირკულაციას, როდესაც მსოფლიოში შემუშავდება პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ მოსახლეობის 70 პროცენტი ამ დაავადებას მაინც გადაიტანს, მაგრამ ჩვენ ერთი გამარჯვება გვაქვს.

მე როგორც ექიმი, ამას ნამდვილად ვთვლი გამარჯვებად, რადგან პირველმა დაკეტვებმა პირველი ტალღა აგვაცილა მაშინ, როდესაც ლეტალობა მთელ მსოფლიოში მაღალი იყო. დღეს შემთხვევებმა მოიმატა, მაგრამ ლეტალობამიკლო“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

საქართველოში22 ოქტომბერს კორონავირუსის 1595 ადამიანს დაუდასტურდა, 398 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 ინფიცირებული გარდაიცვალა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები