“ფქვილის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ” – ხვალიდან ფქვილი და პური ძვირდება

მძიმე ეკონომიკური კრიზისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხალხის ფონზე, ხვალიდან, 8 ნოემბრიდან, 1 ტომარა ფქვილი 4 ლარით ძვირდება და 66 ლარი ეღირება

სუბსიდირება მხოლოდ დიდ საწარმოებს შეეხება. მცირე მეწარმეები ხელისუფლების დახმარების გარეშე რჩებიან, ეს კი ავტომატურად ფასების ზრდას გამოიწვევს.

“არჩევნების შემდეგ დღეს 3 ლარით გაიზარდა ფქვილის ფასი და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ამ ბოლო პერიოდში… სახელმწიფო ამ სუბსიდირებას მხოლოდ გარკვეულ კომპანიებს უწევს, მსხვილ კომპანიებს და მცირე მეწარმეებს არ ეხება ეს სუბსიდირება. ხვალ, ადგილზე 4 ლარით იზრდება ფქვილის ფასი. ძალიან გვიჭირს კონკურენციის გაწევა დიდ კომპანიებთან და როდესაც სახელმწიფო არაკონკურენტურ გარემოს ქმნის ბაზარზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს ეს ზოგადად ფონზე და ალბათ ბევრი კომპანია დაიკეტება,” – ამბობს მცირე მეწარმე, ალექსანდრე კუპრაძე.

მცირე მეწარმეები ასევე აცხადებენ, რომ პურზე ფასის რეკორდულად ზრდაა მოსალოდნელი, რაც საარსებო მინიმუმს მკვეთრად შეამცირებს.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები