„ფული მოიტანეთ, თორემ კბილებს დაგაძრობთ“: შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით მამა დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 სამართალდამცველებმა თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ბრალდებული საკუთარ არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა.

გამოძიების ინფორმაციით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მამაკაცი საკუთარ შვილებს ფიზიკურად უსწორდებოდა. 

შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც მამაკაცის არასრულწლოვნებთან საუბარია ჩაწერილი და ასევე დაფიქსირებულია, თუ როგორ ითხოვენ ბავშვები მოწყალებას ქუჩაში.

„მომისმინეთ, ფული მთლიანად მომიტანეთ. თუ საკმარისი არ იქნება, კბილებს დაგაძრობთ“, – მიმართავს მამაკაცი ბავშვებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები