უხილავ ვირუსს AI ხედავს — პროგრამა ასიმპტომატურ COVID-19-ის შემთხვევებს ხველებით ცნობს

ასიმპტომატური COVID-19-ის მქონე ადამიანებში დაავადების ფიზიკური სიმპტომები არ ვლინდება. ხშირად, ისინი ტესტებსაც არ იკეთებენ, რაც ბუნებრივია.

თუმცა, როგორც ჩანს ინფექცია რომელიც ასიმპტომატურად მიმდინარეობს, კვალს მაინც ტოვებს. MIT-ის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ COVID-19-ის მქონე ადამიანები, იმის მიუხედავად, აღენიშნებათ თუ არა მათ სიმპტომები, ჯანმრთელი ადამიანებისგან განსხვავებულად ახველებენ.

ეს განსხვავება ადამიანისთვის შეუმჩნეველია, თუმცა IEEE Journal of Engineering in Medicine and Biology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, AI მოდელი ასიმტპტომატურ და ჯანმრთელ ადამიანებს ხველების ჩანაწერის მიხედვით ასხვავებს.

რეკლამა
eudora.ge

მკვლევრებმა AI ათობით ათასი ხველების ჩანაწერით გაწვრთნეს. შედეგად, ხელოვნური ინტელექტის მოდელი, მხოლოდ ხველების მოსმენით, კორონავირუსით ინფიცირებულებს 98,5%-იანი სიზუსტით ცნობს.

მკვლევრები აპლიკაციის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც ამ სისტემას გამოიყენებს და თუ FDA-ის თანხმობას მიიღებენ, შესაძლოა, რომ ეს აპლიკაცია უფასო იყოს და მილიონობით ასიმპტომაპტურ COVID-ინფიცირებულ ადამიანს დაეხმაროს.

აპლიკაციის მომხმარებელს შეუძლია, უბრალოდ, ჩაახველოს ტელეფონის მიკროფონში და ის პასუხს დაუყონებლივ მიიღებს. კვლევაში წერია, რომ “პანდემია შესაძლოა, წარსულის რელიქვია გახდეს, თუ სკრინინგის ხელსაწყოები იარსებებს, რომლებიც მუდმივად იფუნქციონირებენ”

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები