უშიშროების აგენტების სია, რომელიც შევარდნაძემ სააკაშვილს გადასცა?!

უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა მიხეილ სააკაშვილის აგენტურული საქმიანობის შესახებ „ალიას“ ინტერვიუ მისცა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, მის ვინაობასა, ინკოგნიტოდ ვტოვებთ. გთავაზობთ ჩვენი საუბრის, აუდიოჩანაწერის საგაზეთო ვერსიას:

– ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილმა სუკის აგენტურის მეშვეობით ააშენა დემოკრატია და ეს არის სუკის დემოკრატია. მივყვეთ ქრონოლოგიას და ამ სიტყვების დამადასტურებლ ფაქტებს.

მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი და არაწამყვანი უნივერსიტეტები ყოველთვის იყო სპეცსამსახურების კურირების ქვეშ და ამიტომაც იყო, რომ ამ სასწავლებლების წიაღში არაერთი მზვერავი და ჯაშუში აღიზარდა. ამ მხრივ, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც სააკაშვილმა მიიღო განათლება, არასდროს ყოფილა ჩამორჩენილი და ცნობილია, რომ მის კედლებში არაერთი მზვერავი აღიზარდა. ან რატომ ჩამორჩებოდა კიევის უნივერსიტეტი ჩიკაგოს უნივერსიტეტს, რომელიც სახელგანთქმულია ასეთი მზვერავებით. ჰოდა, ასეთი უნივერსიტეტის წიაღში გამოიჩეკა ახალგაზრდობის ლენინური კომკავშირის „მგზნებარე წევრი“ და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო ჯარების ეფრეიტორი მიხეილ სააკაშვილი.

ახლა ორიოდე სიტყვა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შესახებაც უნდა ითქვას, რომელიც 1954 წელს შეიქმნა ფსევდოკომუნისტ „პარტაპარატჩიკების“ მიერ და თავიდანვე მისი უმთავრესი დანიშნულება იყო, არ დაეშვა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება გადასულიყო მშრომელთა დეპუტატთა საბჭოების ხელში და რომ მშრომელთა დეპუტატთა საბჭოებს რაიმე ფორმით პასუხი არ მოეთხოვათ ფსევდოკომუნისტ „პარტაპარატჩიკებისთვის“, განსაკუთრებით სამეურნეო სფეროში. ისინი პარტიული თანამდებობებით ახდენდნენ კერძო ფინანსური ბაზის შექმნას და შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ სუკის სათავეში ზუსტად კომკავშირლები დააყენა ხრუშჩოვმა. ამ კომკავშირლებმა მოახდინეს გადატრიალება 1964 წელს და კომუნიზმის მშენებლობის პროგრამას მოახვიეს ეს იდეოლოგია. ხრუშჩოვი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომლის მმართველობის დროს, 1967 წლიდან, სუკმა აპარატის მაგივრად საკუთარ თავზე აიღო ქვეყანაში იდეოლოგიური პროცესების მართვა. შედარებისთვის რომ ვთქვათ, ამერიკის რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც, ფაქტობრივად, ერთი და იგივე ორგანიზაციაა, ამერიკის პოლიტიკური პოლიციის ფედერალურ ბიუროს გადასცა იდეოლოგიური მართვის ბერკეტები. მტკიცებულება გნებავთ? ავიღოთ ბოლო მაგალითი. ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ნენსი პელოსმა, ამერიკელი შავი რასისტების ორგანიზაცია „შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ წარადგინა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატად. აი, ზუსტად ასეთმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა, რომელიც მთლიანად იქცა იდეოლოგიური პროცესების მართვის წესად, დაიწყო კაპიტალიზმის რესტავრაცია და საბოლოოდ, 1985 წელს, კომკავშირში შეიქმნა ე.წ. სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის ცენტრები. ზუსტად ამ ცენტრებში აღიზარდნენ პირველი კომკავშირელი მილიონრები. აი, ასეთი ორგანიზაციიდან მოდის მიხეილ სააკაშვილი, ასევე ცნობილი ოლიგარქი ხადარკოვსკი. ზუსტად კომკავშირმა და სუკმა გამოზარდა ხადარკოვსკისა და სააკაშვილის მსგავსები.

შემდეგ იყო მთელი რიგი პოლიტიკური პროცესები. გავიხსენოთ 1991 წლის ანტიკონსტიტუციური გადატრიალება საქართველოში. და სად იყო ამ დროს მიხეილ სააკაშვილი? სად და გიგა ბოკერიას გვერდით იდგა აქციაზე და ისინი მოითხოვდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას გადატრიალებას. აქციაზე გაჰყვიროდნენ „ჩაუშესკუ, ჩაუშესკუ“. ამისი კადრებიც ხომ არსებობს. მანამდე ისიც გავიხსენოთ, რომ 1989 წლის 25 დეკემბერს, ცრუ ბრალდებით დახვრიტეს რუმინეთის პრეზიდენტი ჩაუშესკუ. უფრო მეტიც, 1992 წლის იანვრის ბოლოს, პოლონურ ჟურნალში სააკაშვილი გამსახურდიას ადარებს ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს. ვინც არ იცის, ისიც ვთქვათ, ერაყის ოკუპაციის შემდეგ, სადაც მოეწყო სადამ ჰუსეინის ფსევდო სასამართლო, ჰუსეინი მოითხოვდა, დამხვრიტეთო, რათა დემონსტრაციულად, სასტიკი ფორმით არ მომხდარიყო მისი ჩამოხრჩობა, მაგრამ სააკაშვილის მსგავსმა ამერიკელმა დემოკრატებმა, ჰუსეინი სწორედ რომ ასეთი სასტიკი ფორმით ჩამოახრჩეს. აი, რას უმზადებდნენ მიხეილ სააკაშვილი, ბოკერია და მისთანები საქართველოს პრეზიდენტ გამსახურდიასაც. აი, რატომ არის სამარცხვინო დღეს „სუფრული ზვიადიზმი“, რა ტერმინიც „ალიამ“ შემოიღო და ამისთვის მადლობა ამ გაზეთს.

„სუფრული ზვიადიზმის“ გამორჩეული წარმომადგენელია ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატი ბეჟან ჯავახია, რომელიც უტიფრად, დაკავებულია სააკაშვილის ქება-დიდებით. ამიტომაც იძახდა გამსახურდია, კრემლის აგენტებით ვარ გარშემორტყმულიო. ბეჟან ჯავახიას მსგავსი რამდენი იყო შეგზავნილი ეროვნულ მოძრაობაში. ავიღოთ პოეტი მიხეილ ღანისაშვილი, ვითომ გამსახურდიას თავგამოდებული მომხრეა და ამ დროს მკრეხელურად, სანდრა რულოვსის უმანკო ცრემლზე ჯღაბნის.

შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული გადატრიალების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატების თედო პაატაშვილისა და მერაბ ურიდიას მიერ შექმნილ პოლიტიკურ ორგანიზაცია „ქარტია -91-ში“ წევრიანდება. დევნილმა უზენაესმა საბჭომ უკანონოდ გამოაცხადა „ქარტია-91“, მაგრამ მაინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში ამ ქარტიამ. ამ პარტიიდან იყო დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ჩაფლავდა და ვერ მოახერხა პარლამენტში შეძრომა. შემდეგ, მილიციის გენერალ-მაიორ სანდრო კავსაძის თავმჯდომარეობით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი იყო სააკაშვილი და ყველას კარგად გვახსოვს, როგორ იდევნებოდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდამჭერები, როგორ ირღვეოდა მათი უფლებები, მაგრამ სააკაშვილს მათ სასარგებლოდ სიტყვა არასდროს დასცდენია. ახლა კი უნამუსოდ გაიძახის, პირველი პრეზიდენტიც ასე გააქციეს ქვეყნიდან, როგორც მეო.

რეკლამა
eudora.ge

ისევ მივყვეთ ქრონოლოგიას. სააკაშვილი დასავლეთში იმ პერიოდში გაიქცა, როდესაც აფხაზეთში გაგანია ომი იყო. საკუთარ სიცოცხლეს რისკის ფასად ხომ არ დააყენებდა, ან შევარდნაძე თავის შვილს, პაატას, ხომ არ გააგზავნიდა ფრონტის ხაზზე! სააკაშვილი აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შეძვრა შევარდნაძის პოლიტიკურ პარტია „მოქალაქეთა კავშირში“, 1995 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში მიიღო მიიღო მონაწილეობა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი: მან 1996 წელს გაპრეზიდენტებულ შევარდნაძეს მოსთხოვა ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის აგენტების სია. აი, ვისი მეშვეობით აპირებდა სააკაშვილი დემოკრატიის მშენებლობას. მას შემდეგ მისი პოლიტიკური კარიერის წარმატება ადასტურებს იმას, რომ მან ეს სია შევარდნაძისგან მიიღო, ამიტომაც გახდა იუსტიციის მინისტრი.

–  როგორც მახსოვს, სააკაშვილმა იუსტიციის სამინისტროში შექმნა სპეცრაზმი, რომელიც არ ყოფილა არცერთი მინისტრის დროს. რას იტყვით ამაზე?

– დიახ, გეთანხმებით, ისიც ვთქვათ, იგორ გიორგაძემ, როცა უშიშროების მინისტრი იყო, საკუთარი საიერიშო სადესანტო ბრიგადა შექმნა და ასეთივე სპეცრაზმი შექმნა სააკაშვილმა თავისი მინისტრობის დროს. მან რიყეზე საზეიმოდ წარადგინა ეს ადამიანები. თუ გახსოვთ, ვინ ესწრებოდა? ვინ და, სააკაშვილის პოლიტიკური პარტნიორი და ტყუპისცალი ზურაბ ჟვანია. აი, ზუსტად, იუსტიციის მინისტრი რომ გახდა სააკაშვილი, ასეთ საჩვენებელ ღონისძიებებს აწყობდა, რასაც მაშინდელი „რუსთავი-2“ დღე და ღამე აშუქებდა. როდესაც იმ პერიოდში ჩეჩნეთში ომი დაიწყო და პანკისში 10 ათასზე მეტი ჩეჩენი აღმოჩნდა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეიარაღებული სპეცრაზმი შექმნილიყო პანკისში, მაგრამ ამის საშუალება მას არ მისცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ.

ასე რომ, კონკურენცია ვერ გაუწია სააკაშვილმა თარგამაძეს. როდესაც  ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მან თავისი მმართვლობის პერიოდში, 2004-2012 წლებში, ააშენა პოლიციური კაპიტალიზმი. იმიტომაც სჭირდებოდა სააკაშვილს უშიშროების აგენტების სია. სწორედ ის ადამიანები არიან დღემდე მისი მხარდამჭერები. ეს ადამიანები დღესაც აქტიურად არიან პოლიტიკაშიც და ეკონომიკაშიც. სააკაშვილი დღესაც ჩვეულებრივ აგენტურულ საქმიანობას ეწევა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სააკაშვილს დღეს, მიუხედავად იმისა, რომ არ არის დარწმუნებული ვაქცინის ვარგისიანობაში, ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდია, რომ გამოუცდელი ვაქცინა მიიღოს საქართველოს მოსახლეობამ, მას იმ გამოუცდელი ვაქცინით უნდა ექსპერიმენტის ჩატარება საკუთარ ხალხზე, რომლის იძულებით გამოყენებაზე თავისი მოსახლეობისთვის ერთ-ერთმა სახელმწიფომ უარი განაცხადა. ამ შემთხვევაშიც ის სხვა ქვეყნის დავალებას ასრულებს. ჩვენ ამ ვაქცინას არ ვაწარმოებთ და ვინც აწარმოებს, იმათთან ფინანსურ გარიგებაშია. ასე რომ, ეს ადამიანი ქართველი ხალხის გაჭირვებას იყენებს პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად და სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. პირველ რიგში, თვითონ გაიკეთოს ეს ვაქცინა და მისმა ოჯახმა და ერთხელ და სამუდამოდ, მიხეილ სააკაშვილმა თავი დაანებოს საქართველოს და ქართველ ხალხს, რადგან ამდენი ზიანი ქვეყნისთვის არც შაჰ-აბასს და არც ჯალალ ედ დინს არ მიუყენებია. თავისი ჯაშუშებით და მოსყიდული ამომრჩევლებით მოშორდნენ პოლიტიკურ ველს, თორემ საქართველოს წარმატება არ უწერია.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები