უნიკალური არტეფაქტი: მილიარდზე მეტი წლის წყალი მუზეუმში გამოიფინება

მკვლევარებმა ანალიზი ჩაუტარეს წყალს და დაადგინეს, რომ ის ათჯერ უფრო „ასაკოვანი“ იყო, ვიდრე წყალი, რომელიც მანამდე ყველაზე უხნესად მიიჩნეოდა მსოფლიოში.

რეკლამა
eudora.ge

კანადის მეცნიერებისა და ინოვაციების მუზეუმმა კოლექციაში მიიღო ბოთლი მილიარდზე მეტი წლის წყლით, იუწყება მუზეუმის პრეს-სამსახური.

„ეს არის მილიარდზე მეტი წლის წყალი შუშის ბოთლში, რომელიც კაცობრიობის მიერ გამოვლენილ ნიმუშებს შორის ყველაზე ძველი გამდინარე წყალია“, — წერს მუზეუმი.

​გავრცელებული ინფორმაციით, წყალი 2009 წელს მოაგროვეს მიწის ქვეშ 2,4 კმ სიღრმეზე — კიდ-კრიკის მაღაროში.

მუზეუმის თანამშრომლების თქმით, წყლის ანალიზმა აჩვენა, რომ მისი საშუალო ასაკი ათჯერ აჭარბებს იმ წყლის ასაკს, რომელიც მანამდე მიიჩნეოდა უძველესად.

აღსანიშნავია, რომ გარდა არტეფაქტული წყლისა, მუზეუმში ასევე დაცულია ის ინსტრუმენტები, რომლებიც მის მოსაპოვებლად იყო გამოყენებული.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები