უნგრეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კორონავირუსის ეპიდემიის გამო

უნგრეთის მთავრობა აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და კიდევ უფრო ამკაცრებს შეზღუდვებს კორონავირუსის შემთხვევების გამო, რათა გადაარჩინოს ხანდაზმულთა სიცოცხლე და თავიდან აიცილოს საავადმყოფოების გადატვირთვა.


პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, თავის ფეისბუკის საშუალებით, გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში ძალაში შევა 4 ნოემბრიდან.

საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც უნგრეთის მთავრობა უწოდებს „განსაკუთრებულ სამართლებრივ წესრიგს“, 15 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

ვიქტორ ორბანის თქმით, მთავრობა პარლამენტს მიმართავს საგანგებო ზომების მომდევნო 90 დღით გაგრძელების შესახებ.

კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის გამო ნაწილობრივი ან სრული „ლოკდაუნი“ ევროპის არაერთმა ქვეყანამ გამოაცხადა.

რეკლამა
eudora.ge

მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ჩეხეთში, რომლებიც „ლოკდაუნის“ რეჟიმს დაუბრუნდნენ ვირუსული ეპიდემიის ხელახალი აფეთქების გამო.


31 ოქტომბერს ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ გამოაცხადეს პორტუგალიამ და ავსტრიამ, 2 ნოემბრიდან საკარანტინო რეჟიმს დაუბრუნდა საბერძნეთიც.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები