უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ

საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ მოსახლეობის დახმარება გადაწყვიტა

კორონავირუსის პანდემიის პირობებში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში, 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ხუთშაბათს.

ამას გარდა, სახელმწიფო დაეხმარება სოციალურად დაუცველებსაც.

პრემიერის განცხადებით, ოჯახები, რომლებსაც აქვთ კეთილდღეობის შკალით 65 00–დან 100 000 ქულამდე აქვთ, დაახლოებით 600 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ ექვსი თვის განმავლობაში (ანუ თვეში 100 ლარი).

ასეთივე ოდენობის დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომლებსაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ და მათი ქულა 100–ათასამდეა, ასევე დახმარება გამოიყოფა შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღაა – ყოველდღიურად ვირუსის სამი ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

26 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 118 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 1100–ზე მეტი პაციენტი.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები