“უკვე მეოთხედ გავიკეთე კორონავირუსის ტესტი…” – „მთავარ არხზე“ კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსმა „მთავარ არხზეც“ შეაღწია.

გიორგი გაბუნიას კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, როგორც ირკვევა, არხზე კორონავირუსი სხვებსაც დაუდასტურდათ, მათ შორის ჟურნალისტებს, ოპერატორებს და სხვა სამსახურების თანამშრომლებს.

იმის გამო, რომ ნიკა გვარამია, მისთვის უჩვეულოდ, დღის განმავლობაში ეთერში არ გამოჩენილა, კულუარებში მის კოვიდინფიცირებულობაზეც ალაპარაკდნენ.

არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს:

რეკლამა
eudora.ge

“გრიპი შემხვდა, თუმცა უკვე ფეხზე ვარ და კარგად ვარ. უკვე მეოთხედ გავიკეთე კორონავირუსის ტესტი და, საბედნიეროდ, არც მე და არც ბავშვებს არ დაგვიდასტურდა.

ჩვენთან დაუდასტურდათ კორონავირუსი თანამშრომლებს, მათ შორის გიორგი გაბუნიასაც, თუმცა ისინი კარგად გრძნობენ თავს, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს მათთან“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები