ტრამპის გუნდმა გაასაჩივრა მოსამართლის უარი პენსილვანიის ბიულეტენების გაუქმებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და მისი საარჩევნო კამპანიის მესვეურებმა 22 ნოემბერს გაასაჩივრეს ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლითაც ერთი დღით ადრე უარი ეთქვა მათ სარჩელს პენსილვანიაში ფოსტით მიღებული ბიულეტენების სერტიფიცირების არდაშვებაზე

რეკლამა
eudora.ge

მოსამართლის მიერ 21 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრდა, ამ ეტაპზე ბოლო დარტყმაა ტრამპის ძალისხმევაზე, არჩევნების შედეგი შეიცვალოს სარჩელებით და სხვა უპრეცედენტო მანევრებით.

მოსამართლე მეთიუ ბრანი თავის გადაწყვეტილებაში წერს, რომ ტრამპის კამპანია იყენებს „ნაძალადევ იურიდიულ არგუმენტაციას, ღირებულების გარეშე, და სპეკულაციურ ბრალდებებს… რომლებიც არ არის გამყარებული მტკიცებულებებით“. მოსამართლე განაგრძობს: „ამერიკის შეერთებულ შტატებში ამან არ შეიძლება გაამართლოს ხმის წართმევა ერთი ამომრჩევლისთვის, მით უფრო, ყველა ამომრჩევლისთვის მოსახლეობის რაოდენობის სიდიდით მეექვსე შტატში. … ჩვენი ხალხი, კანონები და ინსტიტუტები მეტს მოითხოვს“.

პენსილვანიის ოფიციალურ პირებს ახლა შეუძლიათ სერტიფიცირება გაუკეთონ არჩევნების შედეგს, რომლის თანახმადაც, დემოკრატი ჯო ბაიდენი ამ შტატში 80,000 ხმაზე მეტით იმარჯვებს.

ბაიდენმა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა საარჩევნო კოლეგიაში დიდი უპირატესობის, 306 ხმის ტრამპის 232-ის წინააღმდეგ მოპოვებით. მან შედეგისთვის მნიშვნელოვან შტატებში მოიპოვა გამარჯვება, მათ შორის – პენსილვანიის შტატში.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები