ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორედ მოიგო და ბალანსი გაანულა

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ ნოემბრის ბაშოზე, ზედიზედ მეორედ იმარჯვა და ოთხი ტურის შემდეგ, მის ანგარიშზე ორ-ორი მოგება და წაგებაა. ტოჩინოშინის საბრძოლო მეტსახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი, რომელიც 2020 წლის ბოლო სუპერტურნირს მეშვიდე მაეგაშირას რანგში ატარებს, დღეს უხერხულ მეტოქეს – მერვე მაეგაშირა ტერუციოშის დაუპირისპირდა. გორგაძეს მასთან აქამდე ჩატარებული ორივე ბრძოლა წაგებული ჰქონდა. მესამე ცდაზე კი სასურველ შდეგს მიაღწია.

რეკლამა
eudora.ge

12 ნოემბერს, თხუთმეტტურიანი შეჯიბრების მეხუთე ტურში ტოჩინოშინის მეტოქე მეცხრე მაეგაშირა ტოკუშორიუ იქნება. მას აქამდე ხუთჯერ დასჭიდებია და აქედან სამჯერ დაუმარცხებია.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები