ტოკიომ კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღა გამოაცხადა

ტოკიოს მერმა იაპონიის ცეტრალურ მთავრობას  განცხადებით მიმართა, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღა დაიწყო. ფაქტს ინფიცირების რეკორდულად გაზრდილი მაჩვენებლები ცხადყოფენ. 

იურიკო კოიკე შეუერთდა მეზობელი რეგიონების ხელმძღვანელებს, რომლებმაც ასევე მიმართეს ხელისუფლებას მსგავსი თხოვნით.

2021 წელს, შესაძლოა, პანდემია დასრულდეს, მაგრამ კორონა არსად წასვლას არ აპირებს

იაპონიის მთავრობის წარმომადგენლებმა სთხოვეს რესტორნებსა და ბიზნესებს, დაკეტილიყვნენ ადრე და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს “მანამ სანამ მსგავსი შეზღუდვები გარკვეულ ეფექტს არ გამოიღებს”. 

რეკლამა
eudora.ge

შემთხვევების ზრდისა და ზოგადი სამედიცინო სისტემის მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელია მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა“, – უთხრა იაპონიის კორონავირუსთან ბრძოლის მინისტრმა მედიას. 

იასატოში ნიშიმურას განცხადებით მთავრობა შეზღუდავს ბიზნესების სამუშაო საათებს და დაარეგულირებს მოქალაქეთა გადაადგილებას  20:00 საათიდან.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები