სურსათის და უალკოჰოლო სასმელის ფასი ოქტომბერში 5.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8% შეადგინა, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონე საქართველოში 0.8%-ია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.0%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში. ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით და წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ზეთი და ცხიმი 17.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 13.6%-ით, ხოლო თევზეული 10.3%-ით გაძვირდა. 

რეკლამა
eudora.ge

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზეც:

  • პური და პურპროდუქტები – 7.8%
  • რძე, ყველი და კვერცხი – 6.0%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 4.5% 
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 4.2%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 3.5%
  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 2.2%

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები