სომხეთში Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Sputnik V-ის ვაქცინები დაარეგისტრირეს

სომხეთში Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Sputnik V-ის ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ქვყენის ჯანდაცვის მინისტრმა, ანაჰიტ ავანესიანმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია სომხეთში მარტში დაიწყება, თუმცა რუსული ვაქცინა რამდენიმე ადამიანს უკვე გაუკეთდა.

რეკლამა
eudora.ge

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სოციალური ზრუნვის პერსონალსა და ბენეფიციარებს, მედიკოსებს, 65 წელს გადაცილებულ პირებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს ჩაუტარდება.

ვაქცინაცია სომხეთში ნებაყოფლობითი იქნება. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რისკსი ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის აცრა უფასო იქნება, თუმცა რა ეღირება ვაქცინაცია დანარჩენი მოქალაქეებისთვის, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები