“სომხეთი ან მთლიანად უნდა განადგურებულიყო ან ფაშინიანს ხელი უნდა მოეწერა, ვისი რა საქმეა? ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს”

“სომხეთი ან მთლიანად უნდა განადგურებულიყო ან ფაშინიანს ხელი უნდა მოეწერა, ვისი რა საქმეა? ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს” – ალიევი

რეკლამა
eudora.ge

“კი­დევ ერთხელ მინ­და ვთქვა, რომ ჩვენ შევ­ქმე­ნით ახა­ლი რე­ა­ლო­ბა, მო­ვი­პო­ვეთ გა­მარ­ჯვე­ბა, გა­ვა­ნად­გუ­რეთ მტე­რი, განვდევ­ნეთ ის ჩვე­ნი მი­წე­ბი­დან”, – აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სამმხრი­ვი შე­თან­ხმე­ბის­თვის ხელი მო­წე­რა.

“ყვე­ლამ უნდა მი­ი­ღოს ეს, უნდა შე­ე­გუ­ოს ამ რე­ა­ლო­ბას, ისე­ვე რო­გორც ეს სომ­ხეთ­მა გა­ა­კე­თა. ამ გან­ცხა­დე­ბის ქვეშ არის ფა­ში­ნი­ა­ნის ხელ­მო­წე­რა. იგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ხელი მო­ე­წე­რა. არ­სე­ბი­თად, მან ხელი მო­ა­წე­რა კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის აქტს. სომ­ხე­თი ან მთლი­ა­ნად უნდა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ყო ან ხელი მო­ე­წე­რა. ვისი რა საქ­მეა? ყვე­ლამ სა­კუ­თარ საქ­მეს მი­ხე­დოს,” – აღ­ნიშ­ნა ალი­ევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი აღარ არ­სე­ბობს.

“ჩვენ მტრის­გან რამ­დე­ნი­მე რა­ი­ო­ნი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ, და­ვიბ­რუ­ნეთ სამი რა­ი­ო­ნი. მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. თუკი ვინ­მე ფიქ­რობს, რომ კონ­ფლიქ­ტი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს, ცდე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ცხოვ­რო­ბენ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან,”- აღ­ნიშ­ნა ალი­ევ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, სამმხრი­ვი შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, რო­მელ­საც ხელი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტებ­მა და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა 10 ნო­ემ­ბერს მო­ა­წე­რეს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფე­ბი დღეს ლა­ჩი­ნის რა­ი­ონ­ში შე­ვიდ­ნენ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები