სი ძინპინი: “ჩინეთის არმია ომისთვის მუდმივად უნდა იყოს მზად”

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ 6 იანვარს პირდაპირ ეთერში აჩვენა ჩინეთის არმიის წვრთნები, რომლის დასრულების შემდეგ არმიას პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიმართა და ჯარისკაცებს უბრძანა, ომისთვის ნებისმიერ დროს იყვნენ მზად.

ძინპინის თქმით, „ჩინეთის სახალხო განმანთავისუფლებელი“ არმიას, რომელიც უდიდესია მსოფლიოში არ უნდა ეშინოდეს სიკვდილის. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა აგრეთვე ხელი მოაწერა მობილიზაციის ბრძანებას. ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ აჩვენა საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალების ერთობლივი წვრთნების ამსახველი ვიდეოკადრები. ამის შესახებ Dailymail-ი წერს.

ძინპინმა მოუწოდა ჯარს მნიშვნელოვნად გაზარდონ არმიის წვრთნებში მაღალტექნოლოგიური იარაღის ჩართულობა და გააგრძელონ ჭკვიანი ტექნოლოგიური სისტემების დანერგვა. ამ შემთხვევაში იგულისხმება კომპიუტერულ სიმულაციები და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი წვრთნებში.

სი ძინპინის თქმით, შეიარაღებულ ძალებში მაღალი საბრძოლო მზადყოფნა უნდა იყოს, აგრეთვე უნდა დაიხვეწოს საბრძოლო უნარ ჩვევები და მოხდეს არმიის სრულყოფა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები