სიარული გამიჭირდა, დავვარდი – “ტვ პირველის” ჟურნალისტი კოვიდინფიცირებულია

“ტვ პირველის” ჟურნალისტი სოფო ნიაური კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტმა თავად დაწერა “ფეისბუქზე”.

სოფო ახლა კლინიკაშია მოთავსებული და მკურნალობის კურსს გადის. მან პატარა კომენტარი “პრაიმტაიმათანაც” გააკეთა.

რეკლამა
eudora.ge

სოფო ნიაური: – საშინელებაა, არ მეგონა თუ ასე რთულად მიმდინარეობდა. მტკიოდა მუცლის და წელის არეში, ასევე თავი, სახსრები. დიარეით დამეწყო და ენტეროვირუსი მეგონა. ანუ სუფთა ენტეროს სიმპტომებით გამომივლინდა.

მეოთხე დღეს ტესტის გასაკეთებლად წავედი. სიარული გამიჭირდა, დავვარდი. კლინიკებში უადგილობის გამო, სასწრაფოს სამი დღე არ გადმოვყავდი. მერე დავმძიმდი, სუნთქვაც მიჭირდა. გუშინ გადმომიყვანეს კლინიკაში. გადასხმა გამიკეთეს. დიარეა და სიცხე ისევ მაქვს. სხვა სიმპტომები მომეხსნა“, თქვა სოფომ „სითინიუსთან“.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები