სერბეთის პატრიარქს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

სერბეთის პატრიარქს ირინეოსს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და ბელგრადში, კოვიდ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ინფორმაციით, პატრიარქს ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჯერჯერობით არ გამოვლენია და ის თავს მშვენივრად გრძნობს.

“რეგულარული ტესტირების ფარგლებში და ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების შემდეგ, ჩატარდა PCR ტესტირება, რამაც სერბეთის პატრიარქს ირინეოსს ახალი კორონავირუსი დაუდასტურა – უსიმპტომოდ. მისი უწმინდესობა გადაყვანილია ბელგრადში, კოვიდ სასტუმროში”. – წერია განცხადებაში.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები