სებ-მა ავალუტო აუქციონზე კიდევ 40 მლნ დოლარი გაყიდა

2020 წლის 22 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2173 შეადგინა.

რეკლამა
eudora.ge

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები წელს არაერთხელ გაყიდა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა უკვე 240 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად მიმდინარე წელს კი, ეროვნულმა ბანკმა 569 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი – 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის – 2.8299 ლარი. დღეს 1 დოლარი ოფიციალურად 3.2274 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.8267 ლარი. ამ პერიოდში ლარი ევროსთან 77 თეთრით გაუფასურდა, ხოლო დოლართან – 40 თეთრით.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები