საქსტატი: სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 0,7%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 0.7 პროცენტი შეადგინა.

ასევე, 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5.0 პროცენტია.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

ასევე, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი
მრეწველობის, ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები