საქსტატი: საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 314.9 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 8.6 ლარით შემცირდა და 314.9 ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით კი საარსებო მინიმუმი ოქტომბერში 6.3 ლარით გაიზარდა.

რეკლამა
eudora.ge

საქსტატის მონაცემებით, სექტემბრის თვეში სხვადასხვა ჯგუფის მიხედვით, საარსებო მინიმუმი ასეთია:

  • შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 187.7 ლარი
  • საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი – 166.3 ლარი
  • საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 314.9 ლარი
  • ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 166.3 ლარი
  • ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 266 ლარი
  • სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 299.3 ლარი
  • ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 332.5 ლარი
  • ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 374.1 ლარი
  • ექვსსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 442.3 ლარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

“2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება სხვაობა 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის”.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები