საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა და ეს რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 10 0684 -ს აღწევს, საიდანაც მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში დამატებით 3 824 ადამიანი ინფიცირდა. 

თავის მხრივ, ვირუსის დაწყების დღიდან ქვეყანაში ჯამში 927 ინფიცირებული გარდაიცვალა, 81 783 კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება კოვიდაქტიური შემთხვევების რაოდენობას, ამ დროისთვის საქართველოში 18 901 ადამიანია ინფიცირებული. 

კორონავირუსის აქტიური გავრცელება საქართველოში სექტემბრიდან დაიწყო – თუ აგვისტოს ჩათვლით COVID-19 სულ 1 487 ადამიანს დაუდასტურდა, 30 სექტემბრისთვის ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 6 192-ს მიაღწია.

ეპიდემიოლოგიურად კიდევ უფრო მძიმე ქვეყნისთვის ოქტომბერი აღმოჩნდა – მთელი თვის განმავლობაში ვირუსი 32 296 ადამიანს დაუფიქსირდა. თუმცა ოქტომბერში დღიური ინფიცირების რიცხვი 2 000-ზე მეტი არ ყოფილა, რასაც ვერ ვიტყვით ნოემბერზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თვე სრულად არაა გასული, 1-დან 21 ნოემბრის, ანუ დღევანდელი დღის ჩათვლით, ჯამში 59 957 ადამიანი ინფიცირდა. 

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები