საქართველოში შესაძლოა ლოკდაუნი გამოცხადდეს

ფორმულას ინფორმაციით ხელისუფლებამ ე.წ. ლოკდაუნის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. წყაროს ცნობით, შესაძლოა, ე.წ. ლოკდაუნი ხვალიდანაც კი ამოქმედდეს.

ტელეარხის წყარო ირწმუნება, რომ სავარაუდოდ, ღამის საათების გარდა, მოქალაქეებს გადაადგილება დღის განმავლობაშიც შეეზღუდებათ. შესაძლოა, აკრძალვები შეეხოს ქალაქებსა და რეგიონებს შორის მიმოსვლასაც.

რეკლამა
eudora.ge

11 ნოემბერს ქვეყანაში ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 421 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ვირუსისგან 566 პაციენტია გარდაცვლილი.

ჯამში საქართველოში ვირუსის 66 561 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები