საქართველოში სეზონური გრიპის ვირუსი დაფიქსირდა

საქართველოში სეზონური გრიპის ვირუსი გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ კვირაში „ბე“ ტიპის ვირუსი მიმდინარე სეზონზე პირველად დაფიქსირდა. „ა“ ტიპის ვირუსის ცირკულირება კი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

გუშინ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ გრიპის ვაქცინაზე აიცრან.

რეკლამა
eudora.ge

„გთხოვთ, ისარგებლეთ იმ შემოთავაზებით, რაც სახელმწიფომ გააკეთა. წელს 235 ათასი დოზა სახელმწიფომ იყიდა და ავიცრათ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულ ქალბატონებს, მათთვის მთელ სეზონზე იქნება დოზების გარკვეული რაოდენობა შენახული. სასურველია, რომ ყველა ორსული აცრილი იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები