გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 815-მდე გაიზარდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3443 შემთხვევა, რაც წინა დღესთან შედარებით 326-ით მეტია.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 89 395 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 2539-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 71 468.
24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა ნოემბერში:
1 ნოემბერი – ახალიშემთხვევა 1791. გარდაცვლილი 28;
2 ნოემბერი – ახალიშემთხვევა 1852. გარდაცვლილი 7;
3 ნოემბერი – ახალიშემთხვევა 1943. გარდაცვლილი 20;
4 ნოემბერი – ახალიშემთხვევა 2295. გარდაცვლილი 19;
5 ნოემბერი – ახალიშემთხვევა 2401. გარდაცვლილი 20;
6 ნოემბერი – ახალიშემთხვევა 2775. გარდაცვლილი 22;
7 ნოემბერი – ახალი შემთხვევა 2859. გარდაცვლილი 18;
8 ნოემბერი – ახალი შემთხვევა 2901. გარდაცვლილი 34;
9 ნოემბერი – ახალი შემთხვევა 2927. გარდაცვლილი 24;
10 ნოემბერი – ახალი შემთხვევა 2970. გარდაცვლილი 22;
11 ნოემბერი – ახალი შემთხვევა 2911. გარდაცვლილი 45;
12 ნოემბერი – ახალი შემთხვევა 3120. გარდაცვლილი 33;
13 ნოემბერი – ახალი შემთხვევა 3473. გარდაცვლილი 37;
14ნოემბერი – ახალი შემთხვევა 3504. გარდაცვლილი 33;
15 ნოემბერი – ახალი შემთხვევა 3020. გარდაცვლილი 34;
16 ნოემბერი – ახალი შემთხვევა 3157. გარდაცვლილი 30;
17 ნოემბერი – ახალი შეთხვევა 3117. გარდაცვლილი 45;
18 ნოემბერი – ახალი შემთხვევა 3443. გარდაცვლილი 37.