საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 20 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში – 7 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 362 გარდაცვალების შემთხვევა, – ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 28 633 გარდაიცვალა 362 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 3 080 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 253, კოვიდ-სასტუმროში -2 264, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები