“სასულიერო პირები იმ კატეგორიას მიაკუთვნეს, რომლებსაც COVID 19-ზე ყოველ 14 დღეში ერთხელ შეამოწმებენ”

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, სასულიერო პირები იმ კატეგორიას მიაკუთვნეს, რომლებსაც COVID 19-ზე ყოველ 14 დღეში ერთხელ შეამოწმებენ.

შეზღუდვების კანონის მოქმედების ვადა, შესაძლოა, 6 თვით გახანგრძლივდეს

როგორც ხიზანიშვილი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო. მისივე თქმით, საკითხი რელიგიურ კონფესიებთანაც შეთანხმებულია.

რეკლამა
eudora.ge

აშშ-ში 4 ვაქცინირებულს ბელის დამბლა განუვითარდა, ბრიტანეთში კი 2-ს – ანაფილაქსია

„ეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაა და მთელ საქართველოზე ვრცელდება. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიის წარმომადგენლის მონაწილეობით. ყველამ გამოთქვა სურვილი ტესტირების, იეღოვას მოწმეთა გარდა. მათი პასუხი ჯერ არ იციან. ასე, რომ, ვისაც სურვილი აქვს, გაიტესტება 14 დღეში ერთხელ. როგორც იცით აქამდე სავალდებულო ან შერჩევითი ტესტირება ეხებოდა: სამედიცინო პერსონალს, მათ შორის სოფლის ექიმებს, შსს-სა და საბაჟოს თანამშრომლებს, პედაგოგებს, მოხუცებულთა თავშესაფრებსა და მათ მომვლელებს, სტომატოლოგებს და ფარმაცევტებს“ – უთხრა რადიო თავისუფლბას ნელი ხიზანიშვილმა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები