სამწუხაროა, როცა სიკვდილზე და პროცენტებზე ვლაპარაკობთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მომდევნო დღეებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება, თუმცა პროცენტულად იგივე დარჩება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ბოლო ორი კვირა, დღეში 4-5 ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა და ინფიცირებული პაციენტები დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მძიმდებიან.

„ძალიან სამწუხაროა, როცა სიკვდილზე და პროცენტებზე ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ესაა რეალობა, როცა ჩვენ გვყავდა დღეში 1000 ავადმყოფი, ორი კვირის შემდეგ დამძიმდებოდა გარკვეული რაოდენობა და გარდაცვალებითაც მთავრდებოდა, მერე გვყავდა დღეში 2000 ავდმყოფი. მაგრამ წინა ორი კვირა გვყავდა დღეში 4-5 ათასი ავადმყოფი.

რეკლამა
eudora.ge

საბედნიეროდ, პროცენტულად კი იგივე რჩება მონაცემები, მაგრამ რაც უფრო ნაკლები ავადმყოფი გვეყოლება ნაკლები მსხვერპლი იქნება. უმრავლესობა მარტივად გადაიტანს, გარკვეული ნაწილი მძიმედ, ხოლო 1% ფატალურად დასრულდება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, 15 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 3 105 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 44.

სულ საქართველოში კორონავირუსის 19 4900 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გამოჯანმრთელდა  16 4786 და გარდაიცვალა  1 883 ადამიანი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები