საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, შესაძლოა, შეზღუდვები ისევ დაწესდეს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილებაზე, სადაც საჭირო იქნება, შეზღუდვები ისევ დაწესდეს.

რეკლამა
eudora.ge

მისი თქმით,შეზღუდვები წერტილოვნად დაწესდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება.

„გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით – შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები