“საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩი, არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ…” – როგორ შეცვალა პანდემიამ ნინო ჩხეიძის ცხოვრება?

“აფ­თი­აქ­ში შე­სულ­მა წამ­ლის ათი აბი ვერ ვი­ყი­დე და ექ­ვსი ჩა­მო­ვაჭ­რე­ვი­ნე…” – ეს სი­ტყვე­ბი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს ეკუთ­ვნის. მომ­ღე­რალ­მა “ტვ პირ­ველ­ზე” შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ხე­ლო­ვა­ნებ­ზე და სა­ერ­თო გა­ჭირ­ვე­ბა­ზე ისა­უბ­რა. თით­ქმის ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე ლელა წურ­წუ­მი­ას პრო­დი­უ­სე­რი მე­უღ­ლე კახა მა­მუ­ლიშ­ვი­ლი…

რეკლამა
eudora.ge

პან­დე­მი­ამ ყვე­ლა ოჯახ­ში შე­აღ­წია… გა­უ­ჭირ­დათ ქარ­თველ ვარ­სკვლა­ვებს, ზოგს ფი­ნან­სუ­რად, ზოგ­საც მო­რა­ლუ­რად.. ნინო ჩხე­ი­ძე ამ­ბობს, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა. ასე­ვე თვე­ე­ბია არ უნა­ხავს მე­უღ­ლე გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს.

– ნინო, თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ იმ ზი­ან­ზე, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ამ მი­ა­ყე­ნათ…

"საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩი, არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ..." - როგორ შეცვალა პანდემიამ ნინო ჩხეიძის ცხოვრება?

“აფ­თი­აქ­ში შე­სულ­მა წამ­ლის ათი აბი ვერ ვი­ყი­დე და ექ­ვსი ჩა­მო­ვაჭ­რე­ვი­ნე…” – ეს სი­ტყვე­ბი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს ეკუთ­ვნის. მომ­ღე­რალ­მა “ტვ პირ­ველ­ზე” შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ხე­ლო­ვა­ნებ­ზე და სა­ერ­თო გა­ჭირ­ვე­ბა­ზე ისა­უბ­რა. თით­ქმის ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე ლელა წურ­წუ­მი­ას პრო­დი­უ­სე­რი მე­უღ­ლე კახა მა­მუ­ლიშ­ვი­ლი…

პან­დე­მი­ამ ყვე­ლა ოჯახ­ში შე­აღ­წია… გა­უ­ჭირ­დათ ქარ­თველ ვარ­სკვლა­ვებს, ზოგს ფი­ნან­სუ­რად, ზოგ­საც მო­რა­ლუ­რად.. ნინო ჩხე­ი­ძე ამ­ბობს, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა. ასე­ვე თვე­ე­ბია არ უნა­ხავს მე­უღ­ლე გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს.

ნინო, თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ იმ ზი­ან­ზე, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ამ მი­ა­ყე­ნათ…

– დიახ, სა­ერ­თოდ შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დავ­რჩი, გა­და­ი­დო ან ჩა­ი­შა­ლა ჩემი კონ­ცერ­ტე­ბი. არ მიყ­ვარს ამა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მო­რა­ლუ­რა­დაც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ყო­ველ­დღე ვფიქ­რობ, რა გა­ვა­კე­თო, პირ­და­პი­რი ეთე­რი ხომ არ ჩავ­რთო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ ფორ­მი­დან არ ამოვ­ვარ­დე. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ ჩა­ივ­ლის და კონ­ცერ­ტე­ბი აღ­დგე­ბა, ისევ მოქ­მედ არ­ტის­ტად რომ დავ­რჩე. ძა­ლი­ან რთუ­ლია რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ისე მო­რა­ლუ­რი მზად­ყოფ­ნაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნო.

– კო­ლე­გე­ბი თუ გეხ­მი­ა­ნე­ბი­ან უცხო­ე­თი­დან. სხვა­გან რა ხდე­ბა?

– ის­რა­ელ­ში ყვე­ლა გა­ჩე­რე­ბუ­ლია და ჩვენ არ ვართ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი. მაგ­რამ ჩემი კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ვინც ეკ­რან­ზე ჩა­ნან, მათ კი­დევ ხე­დავს ხალ­ხი და ჩვენ­თვის ორ­მა­გად რთუ­ლია.

– ამ­ბო­ბენ, რომ იმ სა­ხე­ებს გა­უჭ­რი­დათ, ვინც ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში არ არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი…

– დიახ, რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რი გაქვს, გარ­და შე­მო­სავ­ლი­სა მა­ყუ­რე­ბელს თავს ახ­სე­ნებ. ამ დროს ყვე­ლას ახ­სოვ­ხარ და მოქ­მე­დი ხარ. ძა­ლი­ან რთუ­ლია, რო­დე­საც იმა­ზე ხარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვინ რო­დის და­გი­ძა­ხებს. ჩემი სტუ­დია მაქვს და ვცდი­ლობ ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი ჩავ­წე­რო. არ ამოვ­ვარ­დე ფორ­მი­დან. ვი­საც უკვე მოხ­დი­ლი აქვს კო­რო­ნა, სტუ­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სამ­სა­ხურ­ში და­დი­ან.

– თქვენ რო­გორ გა­და­ურ­ჩით და­ვირუ­სე­ბას… მხო­ლოდ წე­სე­ბის დაც­ვით თუ ძა­ლი­ან ფრთხი­ლობთ?

– მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ცავ ყვე­ლა წესს, არ დავ­დი­ვარ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში. ძა­ლი­ან შევ­ზღუ­დე კონ­ტაქ­ტე­ბი. ბევ­რი იცავს, მაგ­რამ მე კონ­ტაქ­ტე­ბის რი­ცხვი ძა­ლი­ან შე­ვამ­ცი­რე და თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, არ გავ­დი­ვარ სახ­ლი­დან. არ მინ­და რომ ვირუ­სი შემ­ხვდეს და ახ­ლობ­ლებ­საც გა­დავ­დო. ზო­გა­დად, ფრთხი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ.

 ბო­ლოს ქვეყ­ნი­დან რო­დის გახ­ვე­დი?

– მარ­ტში ვი­ყა­ვი ის­რა­ელ­ში. 9-ში დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ზღვა­რი და­ი­კე­ტა, შე­მო­ვას­წა­რი. მას შემ­დეგ არ­სად არ წავ­სულ­ვარ. გა­ვა­უქ­მე კონ­ცერ­ტე­ბი, შვე­დეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ან­ტვერ­პენ­ში, ის­რა­ელ­ში…

– მე­უღ­ლეც არ გი­ნა­ხავს?

– არა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკ­რა­ი­ნა­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვაა. პირ­ვე­ლად მოხ­და ასე, რომ ამ­დენ ხანს არ გვი­ნა­ხავს ერ­თმა­ნე­თი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები