საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, დაკავებულია ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრი — შსს

16 ქვეყნის საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციის „2BaGoldMule“ ფარგლებში, დააკავეს კრიმინალური ქსელის „QQAAZZ“ 20 წევრი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ.

გამოძიებით – რომელშიც საქართველო იყო ჩართული – დადგინდა, რომ QQAAZZ-ს ქსელს, რომლის წევრები იყვნენ ლატვიიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ბელგიიდან, ასობით კორპორატიული და პირადი საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ირიცხებოდა კიბერკრიმინალების მიერ მსხვერპლების ანგარიშებიდან მოპარული თანხა. შემდეგ აღნიშნული თანხები ირიცხებოდა QQAAZZ-ის კონტროლირებად ანგარიშებზე და ხშირად თანხების კონვერტაცია ხდებოდა კრიპტოვალუტაში.

რეკლამა
eudora.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერაცია ევროპოლის მიერ იყო კოორდინირებული და მას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება პორტუგალიის, აშშ-ისა და ესპანეთის პოლიციის, ასევე, გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, ლატვიის, ბულგარეთის, იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრალიის, შვედეთის, ავსტრიისა და ბელგიის სამართალდამცავი უწყებების მიერ, ევროპოლის კოორდინაციით.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები