საბერძნეთში 7 ნოემბრიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება

ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, 7 იანვარს, საბერძნეთის ხელისუფლება საყოველთაო კარანტინის შემოღებას გეგმავს. 

ოთხშაბათს, საბერძნეთში 2646 ახალი შემთხვევა იყო, რაც საბერძნეთისთვის ყველაზე დიდი ზრდაა დღიურ მაჩვენებელში.

შემთხვევების სრული რაოდენობა საბერძნეთში ახლა 46 892-ია. კორონავირუსით გარდაცველებულთა რაოდენობას 18 ახალი სიკვდილი დაემატა, რამაც სიკვდილიანობის სრული მაჩვენებელი 673 გახადა. მაღალი რჩება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი პაციენტების რაოდენობაც. 

რეკლამა
eudora.ge

კარანტინი 7 ნოემბერს, შაბათს დილის 06:00-ზე გამოცხადდება და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

მოქალაქეებს, სახლის დასატოვებლად SMS-ის გაგზავნა მოუწევთ. ნიღბის გამოყენება სავალდებულო გახდება როგორც შენობებში ასევე ღია სივრცეში. შეჩერდება ყველა ტიპის სავაჭრო დაწესებულება სუპერმარკეტების და აფთიაქების გარდა. 

საბერზნების პრემიერ მინსიტრის, მიცოტაკისის თქმით, განსხვავება ერთადერთი განსხვავება პრიველი კარანტინისგან ისაა, რომ საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები ღია დარჩება. გიმნაზიემი და ლიცეუმები დაიკეტება და განათლება ელექტრონული სწავლებით გაგრძელდება.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები