საბერძნეთში გურჯაანელი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „პროფესორი“ დააკავეს

„სითინიუსის “ ექსკლუზიური ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქში ქართელი „კანონიერი ქურდი“, გიგა პეტრიაშვილი დააკავეს.

პოლიციამ ის ათენში კორონავირუსის გამო დადგენილი რეგულაციების დარღვევის გამო გააჩერა, საბუთების შემოწმების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ პეტრიაშვილი საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა.

ამჟამად ის სადეპორტაციო იზოლატორშია გადაყვანილი, თუმცა უცნობია, რომელ ქვეყანაში მოხდება მისი გაძევება.

რეკლამა
eudora.ge

პეტრიაშვილი 2018 წელს ჯერ უკრაინაში დააკავეს და თურქეთში გააძევეს, რამდენიმე თვეში კი ის თურქეთიდან საბერძნეთში გაემგზავრა. ეს მას შემდეგ, რაც მისმა სახელმა გაიჟღერა ანტალიაში ცნობილი „კანონიერი ქურდის“, გაიოზ ზვიადაძის მკვლელობის საქმეში. იმ დროს პეტრიაშვილი სწორედ ზვიადაძესთან ერთად იმყოფებოდა და თავდასხმის შედეგად ფეხშიც დაიჭრა.

29 წლის გიგა პეტრიაშვილი წარმოშობით გურჯაანის რაიონიდან არის. მას კრიმინალურ წრეებში „პროფესორის“ მეტსახელით იცნობენ, ვინაიდან 6 უცხო ენას ფლობს.

„კანონიერ ქურდად“ 2013 წელს საბერძნეთში, 21 წლის ასაკში „აკურთხეს“.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები