საბედისწერო უამინდობა: მამაკაცი წვიმის წყალობით გამდიდრდა

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ადამიანები უამინდობის გამო დღის განრიგს ცვლიან და უზარმაზარი მოგების მფლობელები ხდებიან

მამაკაცმა უამინდობის გამო შეცვლილი გეგმების წყალობით უზარმაზარი თანხა მოიგო, იუწყება პორტალი UPI.

​გავრცელებული ინფორმაციით, კანადელმა ბერნარდ ანმორმა შვილი ფეხბურთზე წაიყვანა, მაგრამ ვარჯიში წვიმის გამო გადაიდო და ისინი იძულებული გახდნენ, შინ დაბრუნებულიყვნენ.

გზად ბიჭს მოშივდა და  მამას სთხოვა, რამე მიყიდეო. ბერნარდმაც ბენზოგასამართ სადგურთან გააჩერა მანქანა რაიმე სასუსნავის შესაძენად. მაღაზიაში შესულმა კი საჭმელს მომენტალური ლატარეა  Set for Life–ს რამდენიმე ბილეთიც გამოაყოლა.

შინ მისულმა კაცმა ბილეთები შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ 675 ათასი კანადური დოლარი (1 719 116.69 ლარი) ჰქონდა მოგებული.

რეკლამა
eudora.ge

ანმორმა არ დაიჯერა ასეთი იღბალი და ბენზოგასამართ სადგურზე დაბრუნდა ლატარეის შესამოწმებლად. საბოლოოდ გაირკვა, რომ ბილეთებიც ნამდვილი იყო და მოგებაც.

მოგებული ფულით მამაკაცი თავისი დიდი ხნის ოცნების ასრულებას — ავტომობილ Ford Mustang Shelby GT500–ის შეძენას აპირებს, დაჩენილ თანხას კი სამომავლოდ გადადებს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წვიმის გამო შეცვლილი გეგმების გამო ადამიანები დიდ თანხებს იგებენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა ქალბატონმა თავსხმა წვიმას გზისპირა მაღაზიაში შეაფარა თავი, სადაც ლატარეის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა და ჯეკპოტი მოხსნა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები