სააკაშვილი: ფეხებზე არ ჰკიდია თანამეგობრობას საქართველო, თუ ხალხმა არ ამოიღო ხმა?

საერთაშორისო თანამეგობრობა გეუბნება – თუ თქვენ ყირგიზებზე უარესი ხალხი ხართ, თუ სომხებზე უარესი ხალხი ხართ, თუ ბელარუსებზე უარესი ხალხი ხართ, თუ 2003 წლის ქართველებზე უარესი ხალხი ხართ, თუ თქვენ უკრაინაზე უარესი ხალხი ხართ, მაშინ არ იმსახურებთ და ასეთი ერი, რომელიც არ იმსახურებს თავისუფლებას, მსოფლიოში ბევრია. სულ ფეხებზე არ ჰკიდია საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველო, თუ თვითონ ქართველმა ხალხმა არ ამოიღო ხმა.

რეკლამა
eudora.ge

გეუბნებით მწარე სიმართლეს, მაგრამ ასეა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა დაინახავს ქუჩაში გამოსულ უზარმაზარ მასას, მთლიანად საქართველოს მხარეს დადგება. დანარჩენი, პარლამენტში რამდენი პროცენტი იქნება, რაღაც ფორმალობები, ეს საერთოდ არავის აინტერესებს. არავინ არ მოგვაქცევს ყურადღებას, თუ არ დაინახეს, რომ ჩვენ ვართ ბევრი, ჩვენ ვცემთ პასუხს და ვმოქმედებთ მყისიერად, ჩვენ გვაქვს ღირსება და გვაქვს თავმოყვარეობა, გვაქვს უნარი ძალიან სწრაფი რეაქციისა და პასუხის გაცემის…

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები